პოლიტიკა

კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა

Nusagi

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, ჭარბვალიანობა იყო ის ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რაც მას ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა.

„ეს არ იყო შეცდომა. ეს მე მას ჩავუთვალე გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ UNICEF-ის კვლევის შედეგები, რაც ჩემთვის იყო ტრაგიკული. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წვლილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ეს იყო ის, რაც თვე არ გავიდოდა, რომ კვირიკაშვილისთვის არ შემეხსენებინა. ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც, შეიძლება ვათქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ამ ფონზე რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე თქმით, საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის ბანკების წინააღმდეგია.

„პირიქით, ეს აუცილებელი სტრუქტურებია, ჩვენ მათ მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოოორდინაცია ამავდროულად მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,011 ნახვა
%d bloggers like this: