ახალი დამატებული

მაშველებმა ​თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედარი გადმოასვენეს

Nusagi

თეთნულდზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველებმა ​დაღუპული უკრაინელი ტურისტის ცხედრის ამოსვენების ოპერაცია დაასრულეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სამთო მაშველებთან ერთად ჩართული იყო ვერტმფრენი.

ცხედრის გადმოსვენება რთული მეტეოროლოგიური პიორებების გამო გართულდა.

18 ივლისს ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200 მეტრზე​ ავიდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

მოგვიანებით სამაშველო სამსახურმა დაკარგული ტურისტები იპოვა. ერთი ტურისტი 19 ივლისს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ერთი ალპინისტი კი დაიღუპა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,928 ნახვა
%d bloggers like this: