საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ტყის ხანძრების გამო სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ათენთან 30 კილომეტრში არსებულ კურორტ მატიზე, 24 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 26, ბერძნული წყაროების ცნობით, საპორტო ქალაქ რაფინში იპოვეს.

მომდევნო დღეების მანძილზე სინოპტიკოსები საბერძნეთში ძლიერ სიცხეებს პროგნოზირებენ.

საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან საბრძოლველად ევროპულ სახელმწიფოებს დახმარების თხოვნით მიმართა. მათ უკვე იტალიის, გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლებამ უპასუხა.

Facebook Comments

ახალი დადებული