საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს ათენის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დახმარება შესთავაზა.

შალვა ხუციშვილის თქმით, საქართველო მზადაა, საბერძნეთის მოთხოვნის შესაბამისად დახმარება აღმოუჩინოს.

„ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს.  გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში”, – წერია საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნისთვის გაგზავნილ წერილში.

Facebook Comments

ახალი დადებული