ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამას მიმართავს. ზერეკიძე ამბობს, რომ თავისი აქტიურობით, ზაზა სარალიძეს რეალურად, ნაციონალების დაბრუნება სურს.
,,ზაზა სალარიძეს თავის შვილის მკველობით ნაციონალების დაბრუნება თუ უნდა ხელისფლებაში ძაან შემცდარა. დღეს რაღაც მასკარადი მოაწყვეს შვილმკდარი დედების რეგისტრაცია თუ რაღაც მსგავსი. მივხვდი რომ ზაზა სალარიძეც ნაციონალების ინტერესებს ემსახურება და ვაი თქვენს პატრონს. ერთ შემთხვევას ვერ იტყვით დღეს, როცა ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელმა იძალადა ვინმეზე!
ადრე კი, როგორ ხდებოდა გეტყვით ბატონებო… სახლში რეკავდნენ ციხიდან. რომ თურმე მამაჩემს დენმა დაარტყა და მოკვდა.ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ, ზუსტად იმ დროს, როცა ზაზა სალარიძის მეგობრები იყვნენ ხელისუფლებაში. …ბოდიში ბატონო ზაზა, თქვენი შვილი ცოდოა და მამაჩემი ცოდო არ იყო რო კლავდნენ? გვერძე რომ მოისვი დონაძე, რომელმაც რობაქიძის მკვლელობა გააყალბა?! არ გრცხვენია ამხელა კაცს შვილის სიკვდილით როგორ ვაჭრობ!!!
შენ არც კარგი მამა იქნებოდი და არც კარგი ქართველი იქნები, თორე, მკლელებთან ერთად არ მოინდომებდი სამართლიანობის აღდგენას!”- წერს გიორგი ზერეკიზე.
შეგახსენებთ, გიორგი ზერეკიძე 14 წლის იყო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააკავეს, გამოძიებამ მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად.
თუმცა, სინამდვილეში ეს მცირე შელაპარაკება იყო, რომლის დროსაც დაზარალებულს სხეულზე მცირე განაკაწრი აღმოაჩნდა, რომელსაც სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია. გიორგი მამამ თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ეგონა, ბავშვს უბრალოდ გააფრთხილებდნენ, სიტყვიერად დასჯიდნენ, მაგრამ ის იქ იმავე დღეს დატოვეს. გადაწყდა, რომ მისი დაკავება უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვის. ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.
სტრასბურგიდან დაბრუნებისას, 2010 წლის 24 მარტს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას გიორგი ზერეკიძის მამა დააკავეს. მას ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება – 230 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს.
ზერეკიძემ დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც მისი მეუღლე გაათავისუფლეს მას კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ერთი წლის შემდეგ მამუკა ზერეკიძე რუსთავის #6 დაწესებულებაში გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად დენის დარტყმა დაასახელეს.