კრიშტიანუ რონალდუს სამედიცინო გამოკვლევებმა საფეხბურთო კლუბ “იუვენტუსის” ექიმები გააოცა. როგორც ირკვევა, 33 წლის ფეხბურთელს 20 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
კვლევების მიხედვით, რონალდუს სხეულში ცხიმის მხოლოდ 7% დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში საშუალო მაჩვენებელი 10-11%-ია. გარდა ამისა, მისი სხეულის თითქმის ნახევარი კუნთოვანი მასაა, კერძოდ კი 46%.
მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჯამში 33 კილომეტრი ირბინა.
კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის „რეალი“ 9-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა.
Facebook Comments