თამარ ჩუგოშვილი – უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატი არ გვეყოლება

ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატი არ გვეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ გუნდში ამაზე არ ჩამოყალიბებულან და ეს მისი პირადი პოზიციაა.

„ქართული ოცნებას“ ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება. ვერ გავაკეთებთ იმას, რომ საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უშუალოდ ჩვენი წრეებიდან არ ავარჩევთ კანდიდატს“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს და გააჩნია, სხვა კანდიდატები ვინ იქნებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული