FT: რუსი მილიარდერი არსენალის 30%-იანი წილის გაყიდვას აპირებს

რუსი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი საფეხბურთო კლუბ “არსენალში” თავისი 30%-იანი წილის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია თანხა, თუ რამდენად ყიდის ბიზნესმენი წილს. მას საფეხბურთო კლუბის ერთპიროვნული მფლობელი სურდა რომ ყოფილიყო და ამისთვის შეეცადა ამერიკელი მილიარდერისგან სტენა კრონკესგან 67%-იანი წილი გამოესყიდა, თუმცა კრონკემ უარით უპასუხა. უსმანოვი კრონკეს 1.3 მილიარდ დოლარს სთავაზობდა. უარის მიღების შემდეგ უსმანოვმა კლუბის აქციონერთა შემადგენლობის დატოვება გადაწყვიტა.

2017 წლის ოქტომბერში უსმანოვმა უარი უთხრა კრონკეს თავისი 30%-იანი წილის მიყიდვაზე, რაშიც კრონკე მზად იყო 525 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადა.

კრონკე და უსმანოვი “არსენალის” მფლობელები 2007 წელს გახდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული