უცხოური მედია

ბიჭმა დაკარგული დედა YouTube-ზე იპოვა

Nusagi

ავსტრალიელმა ბრუკ რობერტსმა, რომელიც ცნობილია სოციალური ექსპერიმენტებით და ხუმრობებით, ვიდეო გადაიღო იმაზე, თუ როგორ ურიგებდა ის საკვებს უსახლკაროებს.

მოგვიანებით ვიდეომ დიდი როლი ითამაშა დაკარგული ქალის პოვნაში, რომელიც ლოს -ანჯელესის ქუჩებში ცხოვრობდა.

ვიდეოზე  არის სცენა, სადაც ჩანს, თუ როგორ აწვდის რობერტსი სენდვიჩს ქერა თმიან ქალს. ქალი ქალაქის ცნობილ ადგილას, სკიდ როუზე წყალსაწრეტთან ზის, სიგარეტს ეწევა და ჟურნალს კითხულობს.

როდესაც რობერტსი მას საკვების პარკს აძლევს, იგი თავაზიანად პასუხობს, „დიდი მადლობა”.

ფლორიდაში, ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ევან ოლსენი YouTube-ის ვიდეოს ინტერნეტში უყურებდა. იგი რობერტსის ვიდეოს წააწყდა და გაოგნებული დარჩა, როდესაც მან ქალი დაინახა.  ეს მისი დედა იყო, ჯეიმი გარლინგჰაუსი, რომელიც ნოემბერში დაიკარგა. ოჯახმა ჩათვალა, რომ მას რაღაც საშინელება დაემართა.

ქალი წამალზე დამოკიდებული იყო და ბოლო ათი წლის განმავლობაში ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაუჩინარდა. მას ადრე კანონთანაც ჰქონდა პრობლემები. ვიდეოს გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რობერტსმა ევანის მამის, ედისგან ელექტრონული წერილი მიიღო, სადაც ის წერდა, რომ ქალი მისი შვილის დედა იყო. ედიმ რობერტს უთხრა, რომ სურდათ გაეგოთ სად მდებარეობდა  ადგილი, სადაც ვიდეო გადაიღეს. ისინი ვერ იჯერებდნენ, რომ ქალი ცოცხალი იყო და რომ მათ ის საბოლოოდ იპოვეს – YouTube-ის ვიდეოს მეშვეობით.

“გვეგონა გარდაიცვალა, მაგრამ რაღაც სასწაულით ჩემმა შვილმა ევანმა, რომელიც 10 წლის არის, YouTube-ის ვიდეოზე ნახა. ეს ისეთი შვებაა ჩემთვის და მთელი ოჯახისთვის. ევანი საათნახევარი ტიროდა, 20 წუთის განმავლობაში ხმას ვერ იღებდა. ეს ისეთი შვებაა მისთვის, რომ დედამისი ცოცხალია“,- განაცხადა ედიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც მან რობერტსს გაუგზავნა.

რობერტსმა და ედიმ მოილაპარაკეს ერთმანეთს ლოს-ანჯელესში შეხვედროდნენ და იმ ადგილას წასულიყვნენ, სადაც ვიდეოს გადაღებული. ლოს ანჯელესში მათ რამდენიმე დღე ქუჩებში ფეხით სიარულში გაატარეს და ხალხს ეკითხებოდნენ, თუ იცნობდნენ ან ენახათ სადმე გარლინგჰაუსი.

ერთ საღამოს, როდესაც რობერტსი სასტუმროში დაბრუნდა  ედისგან ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ის იტყობინებოდა, რომ ევანის დედა საბოლოოდ ნაპოვნია.

MASHABLE

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,308 ნახვა
%d bloggers like this: