პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ეს არის პოზიცია, რომელიც უდავოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს! მაგრამ…”

Nusagi

,,ბიძინა ივანიშვილის  ინტერვიუმ განმიმტკიცა რწმენა, რომ იგი სახელმწიფოებრივად აზროვნებს, გულწრფელია და ხალხს არა მარტო მატერიალურად ეხმარება, არამედ ქვეყნის მომავალს უმყარებს ფუნდამენტს.

ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ადასტურებს, რომ ამ ფუნდამენტზე დაფუძნებული სახელმწიფო ნამდვილად შეძლებს სერიოზული დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებას.
პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებული ივანიშვილისეული პოზიცია კი სრულიად ახალი სიტყვაა ქართულ პოლიტიკაში. აქამდე არცერთი (არცერთი!) მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერს არ უთქვამს, რომ მზად არის ოპოზიციას დაუთმოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი.
თქვენ იტყვით, პრეზიდენტის პოსტი სიმბოლურიაო.
არ არის ასე. პრეზიდენტის პოსტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ბიძინა ივანიშვილმა ამ განცხადებით ოპოზიციას ღიად უთხრა, რომ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება ხელისუფლებასთან ერთად!

ეს არის პოზიცია, რომელიც უდავოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს!
მაგრამ…
ამ მაგრამს ვერ ავცდებით, რადგან ჩვენ მეხსიერება არ დაგვბინდვია და კარგად გვახსოვს 2016 წლის პარლამენტის და 2017 წლის მუნიციპალური არჩევნები, როცა ჯერ პარლამენტში, ხოლო შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში ნაცსექტანტები ვიხილეთ. თან, ჭარბად!
რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, იდეალური იქნებოდა, რომ არა ეს მკვლელების და მწამებლების სექტა, რომელსაც ფულიც ბლომად აქვს და ძველი გავლენაც ჯერ არ დაუკარგავს – ბევრგან კვლავ ნაცსექტანტები ბუდობენ და როგორც კი გამარჯვების შესაძლებლობას დაინახავენ, მაშინვე იატაკზე დაღვრილი ვერცხლისწყალივით შეერთდებიან.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: რომ არა დაუსჯელი ნაცსექტა – სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის ეს იდეა საქართველოს სახელწიფოებრიობის განმტკიცების და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერების და პასუხისმგებლობის გაზრდის თვალსაზრისით აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,043 ნახვა
%d bloggers like this: