თარხან ბათირაშვილი მირაჟია, მთავარი ფიგურა მისი ძმა, თამაზი იყო

პანკისის ხეობის სოფელ ბირკანში ადასტურებენ, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. ის ISIS-ის ცნობილი მეთაურის, 2016 წელს დაღუპული აბუ ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმაა.

თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში გაერთიანდა. საბრძოლო გამოცდილება ჩეჩნეთის ომში მიიღო, სირიაში კი  დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, განსხვავებით უმცროსი ძმისგან, თამაზ ბათირაშვილი არსად ჩანდა, თუმცა როგორც ძმების მამამ, თემურ ბათირაშვილმა The Daily Beast-ის 2014 წლის  გამოცემასთან თქვა, თარხანი შოუს ნაწილია, მთავარი ფიგურა კი მისი ძმა, თამაზია.

თარხანის მამის, თემურ ბათირიშვილის, განთლებული, საზრიანი თვით ირონიის მქონე ქრისტიანის თქმით, აბუ ომარ შაშინი- ეს მირაჟია, ის მხოლოდ მსახიობია isis-ის  დადგმულ შოუში. მთავარი ფიგურა მისი უფროსი ძმა , თამაზია, რომელიც არსად  ჩანს. თარხანის მამის თქმით, მისი უფროსი შვილი თამაზი ადრე ჩეჩნეთში იბრძოდა და საკმაოდ სერიოზულ მებრძოლად ჩამოყალიბდა“,-წერდა  The Daily Beast.

გამოცემას საქართველოს წინა ხელისუფლების დროინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვებიც მოჰყავს, რომლის თანახმადაც, თარხან ბათირაშვილი, სანამ მას იარაღის უკანონო ტარებისთვის ციხეში ჩასვამდნენ, კუდ-თან თანამშრომლობდა.

„არ ვიცი, რამდენადაა სიმართლე, რომ ის მართლაც იარაღს უკანონოდ ინახავდა, შეიძლება ასეც იყო”-ამბობს ავტორთან ინკოგნიტო რესპოდენტი, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ,რომელმაც  სტატიაში თავისი ვინაობის დასახელება არ ისურვა. „როცა ჩვენ ის სამუშაოდ ავიყვანეთ, რეალურად ის სულაც არ გვაინტერესებდა. ჩვენ მისი ძმის, თამაზის ინტერესი გვქონდა . თარხანის მეშვეობით მასთან გვინდოდა კავშირის დამყარება”. თუმცა როგორც ჩანს, ბოლოს გეგმები შეცვალეს და თარხანი ციხეში ჩასვეს, ისე მოექცნენ, როგორც თავის დროზე მის ძმას.“-წერს გამოცემა.

36 წლის თამაზ ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობა პანკისში გუშინ საღამოს გავრცელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული