იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ოფიციალური მონაცემებით, 80 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ათასობით ადამიანი საავადმყოფოებში სიცხისგან გამოწვეული გართულებების გამოა გადაყვანილი.

ქვეყანაში ტემპერატურა 40℃-ს აღწევს. ორი დღის წინ კი 41.1℃ დაფიქსირდა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა იაპონიაში აგვისტოშიც შენარჩუნდება.

Facebook Comments

ახალი დადებული