როდესაც ღარიბ ქვეყანაში ბანკები კოლოსალურ მოგებებს აღწევენ, ეს მიანიშნებს რომ რაღაც წესრიგში არაა

როდესაც ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში კომერციული ბანკები კოლოსალურ მოგებებს აღწევენ, ეს მიანიშნებს რომ რაღაც წესრიგში არაა,-ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თმით,  მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილი საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში იხარჯება, ხოლო სესხების უმეტესობა არა დასვენების ან ბიზნესისთვის, არამედ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არის გამოტანილი.

„სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთი სოციალური ჯგუფისთვის ეკონომიკური ფონი დამძიმდა, მაშინ როდესაც ციფრებში ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდიდან მოსახლეობა სარგებელს ვერ ნახულობს.

სწორედ ამ პრობლემებმა განაპირობა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის საჭიროება.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული