ქართულ ოცნებას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის ძირითადი არის ქვეყანა

მე მაქვს პოზიცია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დავასახელოთ, რადგან ჩემის აზრით, ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული, სწრაფი  განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს, თუ ის ღირსეული იქნება. თუ არ იქნება ღირსეული, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს კანდიდატი,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართულ ოცნებას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, რაც დასავლეთის თვალში ველურად ჟღერს, სწორედ ამ ფონზე, კარგი იქნებოდა, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს.

„ქართულ ოცნებას დიდ პატივს ვცემ , დიდი წვლილი მაქვს, მაგრამ „ქართული ოცნება “ ჩემთვის არ არის ძირითადი, ძირითადი არის ქვეყანა და სახელმწიფო“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული