პოსტები სოციალური ქსელიდან სოციალური ქსელები და მედია

ხორავას ქუჩის საქმეზე გამოსაკითხ პროკურორებს დეპუტატებმა ექსპერიმენტი ჩაუტარეს

Nusagi

ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ პროკურორები გამოკითხა.

კომისიას ჩვენებას აძლევენ: გიორგი გაბიტაშვილი – მთავარიპროკურორის მოადგილე, მამუკა ვასაძე – მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მალხაზ კაპანაძე – თბილისის პროკურორი, და კონსტანტინე სირაძე – თბილისის პროკურორის მოადგილე.

გამოკითხვისას დაისვა კითხვა, იცნობდნენ თუ არა ეს ჩინოსნები მირზა სუბელიანს. პროკურორებმა უპასუხეს, რომ მირზა სუბელიანთან მხოლოდ სამსახურებრივი შეხება ჰქონდათ და მისი პირადი ტელეფონიც კი არ იციან.

გარდა ამისა, დაკითხვისას, მიხეილ კალანდიას ბრალეულობაზეც ისაუბრეს, თუმცა პროკურორებმა თქვეს, რომ საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთება.

ამის შემდეგ, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მკვლელობის მომენტის ინსცენირება გაითამაშა და პროკურორებს მიმართა კითხვით, თუ ხედავდნენ ისინი ამ მომენტში მის ბრალეულობას. რაზეც პროკურორებმა უპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში ბრალს არ წაუყენებდნენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,928 ნახვა
%d bloggers like this: