Medical Daily – ოთხი რჩევა უსაფრთხო და ჯანსაღი რუჯის მისაღებად

ცხელი ზაფხულის დღეებია  და მრავალი ჩვენგანისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ზაფხულის რუჯი მივიღოთ. მაგრამ სიხარულთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხო რუჯი.

მრავალი მოზარდის და ზრდასრული ადამიანის სურვილია გარუჯული იერის ქონა. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 7 100 გამოკითხული მამაკაციდან და ქალიდან 80 პროცენტს აშფოთებს კანის კიბოს საფრთხე, მაგრამ 72 პროცენტი მაინც თვლის, რომ გარუჯული ადამიანები უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან.

კანის კიბოს ფონდი აცხადებს, რომ მოზარდები უფრო დაუცველები არიან კანის კიბოსგან, რადგან მათი სხეულის უჯრედები უფრო სწრაფად იყოფა და იცვლება, ვიდრე ზრდასრული ადამიანების.

ამერიკის მელანომას ფონდის მიხედვით, ამერიკაში ყოველ საათში ერთი ამერიკელი იღუპება მელანომისგან და ყოველწლიურად 3.5 მილიონზე მეტი კანის კიბოს დიაგნოზი ისმება. მზის საფრთხეებზე ცოდნის ნაკლებობამ ადამიანი ულტრაიისფერი (UV) რადიაციული ზედმეტი დასხივების რისკის ქვეშ დააყენა, რაც კანის კიბოს წარმოქმნის რისკის ფაქტორია.

მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივების დროს წარმოიქმნება მელანომას მასტიმულირებელი ჰორმონი (MSH), წარმოებული ჰიპოფიზის მიერ, რომელიც იწვევს მელანინის ბუნებრივი პიგმენტის წარმოქმნას, რომელიც აძლევს ადამიანს კანის ფერს. ბრაუნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მელანინის წარმოქმნა იწყება ულტრაიისფერი გამოსხივების გრძელი ტალღების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში, ნაცვლად რამდენიმე დღისა, როგორც ადრე ფიქრობდნენ მეცნიერები. მელანინი იცავს დნმ-ს კანის უჯრედებში ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზის დამცავი საშუალებები არ უდა გამოვიყენოთ. მზის ზედმეტმა დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენს კანზე ფიზიკური ცვლილებები, როგორიცაა ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და ქსოვილის ცვლილებები. ამ ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით და უსაფრთხო მზის რუჯის მისაღებად, დაიცავით ეს ოთხი რჩევა:

1. კანის აქერცვლა იმისათვის, რომ მიაღწიოთ საუკეთესო რუჯს. თქვენ უნდა აქერცლოთ კანი მზეზე გასვლამდე. აქერცვლის პროცესი აშორებს მკვდარ უჯრედებს კანის ზედა ფენიდან და საშუალებას აძლევს ახალ კანს ამოვიდეს. მკვდარი უჯრედების მოცილება თქვენი კანის ტონალობასაც შეცვლის და ამოიღებს ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყსა და ზეთს. ამისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეფექტური სკრაბები, როგორიცაა შაქარი, შვრია და მარილი მკვრივ ღრუბელთან ან ასაქერცლ ხელთათმანთან ერთად. ამით თქვენი რუჯიც უფრო მდგრადი იქნება. მკვდარი კანის მოშორება ასევე საშუალებას გაძლევთ უფრო ადვილად მიიღოთ რუჯი, რადგან თქვენი რუჯი თანაბრად წარმოიქმნება და გაქრება.

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. ბევრი რუჯის მოყვარულთა რწმენის საპირისპიროდ, თქვენ შეგიძლიათ მზის დამცავი საშუალებების გამოყენება და უმჯობესიცაა მათი გამოყენება. ფაქტობრივად, მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF) ზრდის მზეზე გაჩერების დროს კანის დამატებითი დაზიანების გარეშე. მზისგან დამცავ საშუალებებს, რომლებსაც აწერია “ფართო სპექტრის”, შეუძლია დაცვა როგორც ულტრაიისფერი, ისე ულტრაიისფერი „მწველი სხივებისგან“. საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, მზისგან დამცავი საშუალების ოდენობა, რომელიც უნდა წაისვას პირმა, უნდა იყოს 2 მილიგრამი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე (მგ / სმ 2). გახსოვდეთ, რომ მზისგან დამცავი საშუალება უნდა წაისვათ 15-30 წუთით ადრე, სანამ მზეზე გახვალთ და ხელახლა გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისეთი პროცედურა ჩაიტარეთ, რამაც გამოიწვია მისი მოშორება. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მზის რუჯის მიღების ყველაზე უსაფრთხო მეთოდი დამოკიდებულია მზისგან დამცავი საშუალების ადრიან მიღებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უდრო ადრე წაისვამთ მზისგან დამცავ საშუალებას, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება თქვენი კანი ულტრაიისფერი სხივებისგან.

3. ზედმეტად ნუ მიეფიცხებით მზეს. თუ გსურთ ჯანმრთელი და მბზინავი რუჯი მიიღოთ, ზედმეტად ნუ მიეფიცხებით მზეს. უკეთესია რუჯი თანდათან მიიღოთ და მზეზე ყოფნის დრო თანაბრად გაანაწილოთ, რათა თავიდან აირიდოთ დამწვრობა. მთელი დღე პლაჟზე გატარებამ შეიძლება მოგცეთ რუჯის იერი ერთ დღეში, მაგრამ ამან ძალიან ადვილად შეიძლება დაგტოვოთ დამწვრობებით. საუკეთესო გზა ჯანსაღი ზაფხულის რუჯის მისაღებად არის მცირე დოზებით მისი მიღება. დღეში ნახევარი საათიდან ერთ საათამდე მზის ქვეშ ყოფნა საშუალებას მისცემს თქვენს სხეულს წარმოქმნას საჭირო ოდენობის მელანინი, რაც დაგეხმარებათ მომდევნო ჯერზე რუჯის მიღებისას. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, გონივრულად აირჩიოთ, თუ რა დროს გახვალთ მზეზე. ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) ამბობს, რომ ზაფხულის მზიან დღეებში ულტრაიისფერი სხივების ძალა ყველაზე დიდი 10 საათიდან 4 საათამდეა.

4. ატარეთ სათვალე და ქუდი იმისათვის, რომ მიაღწიოთ თანაბარ რუჯს, არ დაგავიწყდეთ სათვალეები და ქუდი. კანი თვალის გარშემო და თავად თვალები მოსაფრთხილებელია ულტრაიისფერი სხივებისგან. არასათანადოდ მოფრთხილებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაავადებები, როგორიცაა კატარაქტა, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია და თვალის კიბო. სათვალემ უნდა დაბლოკოს ულტრაიისფერი სხივების მინიმუმ 99 პროცენტი. და ბოლოს, გახსოვდეთ, მიეცით თქვენს კანს აღდგენის დრო, სანამ ხელახლა გახვალთ მზეზე.

ეს ოთხი რჩევა საშუალებას მოგცემთ გქონდეთ სპორტული, ჯანსაღი და ბზინვარე კანი.

Facebook Comments

ახალი დადებული