სოციალური ქსელები და მედია

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება

Nusagi

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. უახლოეს მომავალში კი მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება გამოიცემა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ძეგლი ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დაიდგმება.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის განცხადებით, პროექტი მომზადდება და მიწის გამოყოფის შესახებ განკარგულება, სავარაუდოდ, აგვისტოში დამტკიცდება. პროცედურების თანახმად გადაეგზავნება ბათუმის მერიას, თვითმმართველობა კი პროექტის ესკიზზე კონკურსს გამოაცხადებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,749 ნახვა
%d bloggers like this: