ნარკობარონ ხარვის ჩიმენეს პავაოს გლამურული ცხოვრება ტაკუმბუს ციხეში

პოლიციამ პარაგვაიში ნარკოტიკების ბარონის ციხის საკანში რეიდი მოაწყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის ფუფუნებაში ცხოვრობდა. ინფორმაციას BBC NEWS ავრცელებს.

სამოთახიან საკანში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს საკონფერენციო დარბაზი, პლაზმური ტელევიზორი, ბიბლიოთეკა და სამზარეულო.

საკნის ინტერიერი, რომელიც ბრაზილიელ ნარკობარონს, ხარვის ჩიმენეს პავაოს ეკავა, განადგურებულია, იუწყებიან პარაგვაის მედია საშუალებები.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოლიციისთვის ცნობილი გახდა,  პავაო გაქცევას გეგმავდა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას აპირებდა ციხის კედელში ხვრელის გასაკეთებლად. მას მომავალ წელს სასჯელის მოხდის ვადა უსრულდებოდა. პავაო ფულის გათეთრების გამო იხდიდა სასჯელს. ამის შემდეგ კი მას სავარაუდოდ ბრაზილიაში ექსტრადიცია ელოდა.

პავაო ამჟამად სპეციალურ ბლოკში იმყოფება, მისი ტაკუმბუს ციხის მდიდრული საკნისგან შორს, დედაქალაქ ასუნსიონთან ახლოს. გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რომელმა თანამდებობის პირებმა მისცეს პავაოს ციხეში ფუფუნებით ცხოვრების ნება.

ტაკუმბუს ციხის პატიმრებმა სააგენტო France-Presse-ს განუცხადეს, რომ ნებისმიერ პატიმარს, ვისაც სურდა მდიდრულ საკანში ყოფნა, პავაოსთვის უნდა გადაეხადა ერთჯერადი მოსაკრებელი $ 5 000 დოლარი და ყოველკვირეული ქირის თანხა – $ 600 დოლარი.

„ის ყველაზე საყვარელი ადამიანი იყო ამ ციხეში”, -განუცხადა პავაოს ერთ-ერთმა ციხის ამხანაგმა, ანტონიო გონსალესმა სააგენტოს.

პავაოს საკანს ასევე ჰქონდა კონდიციონერი, კომფორტული ავეჯი, ცალკე აბაზანა და DVD-ს კოლექცია. DVD-ს დისკებს შორის იყო სატელევიზიო სერიალები კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ცხოვრებაზე.

ესკობარი, რომელიც 1993 წელს მოკლეს, კოლუმბიის ხელისუფლებასთან იყო გარიგებული და ნება ჰქონდა დართული თავად მოეწყო მისი ციხის საკანი.

Facebook Comments

ახალი დადებული