პროკურატურამ გზების დეპარტამენტიდან ინფორმაცია გამოითხოვა

პროკურატურამ გზების დეპარტამენტიდან ინფორმაცია გამოითხოვა, საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობას:

“ჩვენ უწყებაში, გზების დეპარტამენტში მოვიდა პროკურატურიდან განაცხადი გარკვეული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს მასალები გადაეცათ. რაც შეეხება ყველა დანარჩენ პროცესს, რაც გამოძიებას უკავშირდება გამოძიების განსასაზღვრია პირველ რიგში თუ ვისთან აქვს კითხვები და ვის გამოკითხავს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.

მთავარ პროკურატურას შეკითხვები ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან, სავარაუდოდ, გზების მშენებლობასა და ტენდერებთან დაკავშირებით აქვს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი სეთურიძე, რომელმაც თანამდებობა ახალი მინისტრის (მაია ცქიტიშვილის) მისვლიდან სამ დღეში დატოვა, ამბობს, რომ ალავიძის მიმართ ეს შავი პიარია.

Facebook Comments

ახალი დადებული