საბერძნეთში თაფლობის თვეში გამგზავრებული ირლანდიელი ხანძარს შეეწირა

ახალდაქორწინებული ირლანდიელი კაცი საბერძნეთში ტყის ხანძრის დროს დაიღუპა. ბრაიან ო’კალიგან-ვესტროპი, რომელიც საბერძნეთში მეუღლესთან ერთად თაფლობის თვის გასატარებლად ჩავიდა, კუნძულ მატიზე იპოვეს, სადაც ხანძარმა ყველაზე დიდი ზიანი მოიტანა.

BBC-ის ცნობით, წყვილი ავტომობილით მგზავრობდა, როდესაც იძულებულნი გახდნენ მანქანა დაეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ. ირლანდიელის ცოლმა ახლომდებარე სანაპიროსთან გაქცევა შეძლო, თუმცა კაცი სხვა მხარეს გაიქცა.

ბოლო მონაცემებით, ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულია 200-მდე ადამიანი. დაღუპულია 81 ადამიანი, მათგანი 23 ბავშვია.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად არმია და მოხალისეებიც ჩაერთნენ. საბერძნეთმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა.

საბერძნეთში, ათენსა და კორინთს შორის მდებარე დასახლებასთან, კინეტასტან ახლოს, გერანიის მთაზე ცეცხლი ფიჭვნარს გაუჩნდა, მოგვიანებით კი, ის დასახლებულ ადგილსაც მიუახლოვდა.

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია საელჩოს ცხელი ხაზი +306995779793.

Facebook Comments

ახალი დადებული