ჭუბერში ადგილობრივებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები ესროლეს

ჭუბერსა და ხაიშშის დამაკავშირებელ გზაზე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საგამოძიებო სამსახური ხე- ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელში დღეს დილით შევიდა.

ადგილობრივები მათ სახლების ჩხრეკის უფლებას არ აძლევენ. საგამოძიებო უწყების წარმოამდაგენლები ოჯახებში ხის საჭრელი დაზგებს ეძებდნენ.

საგამოძიებო სამსახურმა დახმარებისთვის შსს-ს მიმართა. ადგილზე მობილიზებულია 200-ზე მეტი სამართალდამცველი.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით გამოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებენ.

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ხე-ტყის ჭრის საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებდნენ და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ბახტაძენ განაცხადა, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში.

Facebook Comments

ახალი დადებული