ხაიშის მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად სოზარ სუბარი ჩავიდა

ხაიშში მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყებამდე სოზარ სუბარმა კომენტარი შექმნილ ვითარებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა მოსახლეობის ინტერესებიც უნდა ის დაცული.

ხაიშში დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილზე სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით გამოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებენ.  5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ხე-ტყის ჭრის საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებდნენ და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.

ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ განაცხადა,რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. ბახტაძემ ასევე თქვა, რომ ხე-ტყის ჭრა დღგ-სგან თავისუფლდება, რაც მისი თქმით ამ მიმართულებით დაინტერესებას შეამცირებს.

Facebook Comments

ახალი დადებული