სოციალური ქსელები და მედია

ბარნოვზე 25 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულს 7 ახალი ბრალი წაუყენეს

Nusagi

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის გაუპატიურების მუხლით წაუყენა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ვეფხია ბაქრაძეს გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით მხოლოდ ორი ბრალდება ჰქონდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით კი გამოძიებამ მას ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა. ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.

25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა 17 აპრილს შეეფარდებოდა.  მკვლელობა  ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში 14 აპრილს დააკავეს. დაკავებულია  კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,068 ნახვა
%d bloggers like this: