ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება შესაძლოა რამდენიმე დღით დაგვიანდეს

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება შესაძლოა გასულ წელთან შედარებით, რამდენიმე დღით დაგვიანდეს. ამის მიზეზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გამოცდების განრიგში ცვლილებას ასახელებს.

წელს მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდები მხოლოდ დილის საათებში ტარდებოდა. მიმინოშვილის ინფორმაციით ნამუშევრების გასწორება დაწყებულია და პირველადი შედეგები სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში იქნება ცნობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდებოდა. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული