სოფო იმერელი-სინანული —————-

,,შენ რა გიჭირს ყველაფრი გაქვს რასაც მოისურვებ! მე კი ყველაფერზე გული მწყდება ტელეფონიც კი არ მაქვს ნორმალური, ყოველ დღეს დედაჩემი იმას გაიძახის რა გავაკეთო საჭმელი, რით გამოვკვებო შვილები და როგორ მოვთხოვო ის რაც მინდა?!

რამდენ რამეზე მწყდება გული იცი?! სკოლაში ყველა ახალ ახალი ტანსაცმელებით დადის მე კი სულ ვიღაცის გამონაცვალით დავდივარ, ვერ ვეღირსე ახალს, რა ქნას მარტო მამაჩემმა მუშაობს და არაფერი არ არის. დავწვები და ფიქრებით შორს მივდივარ წარმოვიდგენ მაქვს კარგი ტელეფონი, კარგი ტანსაცმელი, დედაც ნაირ- ნაირ საჭმელებს გვიკეთებს მე და ჩემ დას. დავდივართ თეატრში. ნეტა დედაჩემიც წავიდოდეს ეგრე როგორც შენი დედა საზღვარგარეთ სამუშაოთ ამოვისუნთავდით ცოტას. კი მინდა ვუთხრა მაგრამ ვერ ვეუბნები. ——-არა ეგ არ თქვა მეორედ! შენ მთავარი გაქვს, დედა გყავს გვერდით დედაა!!! იცი დედაჩემი რამდენ გაჭივრებას უძლებს იქ?

—შენ რა გგონია დედაჩემი არ უძლებს აქ გაჭივრებას და არ ჯობია წავიდეს?! ჩვენ მაინც ვიქნებით კარგად. –არა არ ჯობია. შენ ვერ ხვდები რა დიდი ბედნიერებაა დედა როცა ახლოს გყავს, დედას როცა ეხუტები, რაიმე გტკივა და დედა გეფერება, მე ისე ვიზრდები დედის სითბო მავიწყდება, მისი სურნელი მავიწყდება, ვტირი როცა ვესაუბრები, არ მინდა შემამჩნიოს და ვუთიშავ, მერე ისიც ტირის და მე აქ გული მიკვდება, არა არასოდეს თქვა ეგ დედა შვილის გვერდით უნდა იყოს და ხედავდეს როგორ იზრდება მისი შვილი. —კარგი რა მაგას ახლა ამბობ თორე აი ჩემსავით რომ არაფერი გქონდეს მაშვინ ეგრე არ იტყოდი.

—ცდები თიკო მე არასოდეს მდომებია დედა სადმე წასულიყო, პირიქით ბევრჯერ ვთხოვე არ წახვიდე დედათქო მაგრამ მაინც წავიდა, მე ვერ ვუყურებ აქ როგორ უჭირს ჩემს შვილებსო მინდა სხვა ბავშვებივით კარგი ცხოვრება ჰქონდესო და წავიდა. გოგონას ამ სიტყვებზე ცრემლები გადმოსცვივდა და ღრმად ამოისუნთქა. ნეტავ ახლა ჩამახუტა ჩემ დედას და ყველაფერს დავთმობ რაც გამაჩნია. ღამით მესიზმრება მოდის მეფერება საბანს შემისწორებს მაკოცებს როგორც იცოდა ისე და წავა, ავტირდები მერე ვთხოვ არ წახვიდე დედათქო და უხმოდ მიდის.

მე ვიცი როგორ უჭირს იქ დედაჩემს უჩვენოდ და რა ფასად უჯდება ჩვენი აქ დატოვება თავი გაწირა დედამ ჩემთვის და ჩემი დის გამო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დედა ჩამოვიდეს. —კარგი რა ეკა?! რა უჭირს რა მშვენივრად გამოიყურება დედაშენი ვხედავ როგორ დამშვენდა კიდევ უფრო, ლამაზად და ნაირ ფერადი აცვია ყველა ფოტოზე, მხიარული და ბედნიერი სახე აქვს, რომ უჭირდეს უშენობა ასე არ იქნებოდა, არც ფოტოს გადაიღებდა და არც ის ნაირფერადი ექნებო. დედაჩემს კი რაც მახსოვს ერთი კაბა აქვს, ეგ კი არა თმა ვერ შეუღებავს ჭაღარა მოერია სულ. —-შენ რა იცი რა ხდება დედაჩემის გულში, მერა რა რომ ლამაზად აცვია და ღიმილი აქვს სახეზე. შენ ვერ ხედავ მის თვალებს და ვერ ამჩნევ მე კი ვხედავ რამხელა სევდას ატარებს დედაჩემის გული და თვალები. რა ქნას ფოტოც არ გადაიღოს და არ იყოს ლამაზად?!

რაც აკლია ისიც არ კმარა მე მიხარია დედას ეგრე რომ ვხედავ და ვეუბნები რაც შეიძლება გაიღიმოს ლამაზად იყოს, მისი სილამაზით მაინც დავტკბე შორიდან. სამი წლის შემდგე თიკო და ეკა ისევ საუბრონდნე დედაზე იმ განსხვავებით რომ თიკოს ძალიან ენატრებოდა დედა და ნანობდა იმ სიტყვებს რაც უთხრა ეკას. –მართალი ყოფილხარ ეკა დედაჩემი რომ მიდიოდა იმ დღეს მივხვდი რას ვკარგავდი, კარი რომ გაიხურა გულში ჩამაწყდა რაღაც თითქოს ამომგლიჯეს გული, ახლა როგორც შენ მეც ყველაფერი მაქვს მაგრამ დედის სითბო მენატრება, მისი ჩახუტება, სევდიანი ღიმილი, ძილის წინ მისი მოფერება, ის ჩხუბიც კი მომენატრა როცა ვაბრაზებდი და მიწყრებოდა, ყველაფერს დავთმობ ახლა რაც მაქვს იმ ტელეფონსაც რომელზედაც სულ ვოცნებობდი. დედამ ჩასვლისთანავე მიყიდა. ოღონდ ორი წუთით მაინც ჩამახუტა ჩემ დედას. დედაჩემსაც ისეთი სევდიანი თვალები აქვს როგორც შენს დედა ეკა. ახლა ორივეს დედა ემიგრანტი გვყავს და ორივე დედის გარეშენ ვიზრდებით.

ყველაფერი გვაქვს და თან არაფერი, რაც მთავარია ის გვაკლია. გოგები გადაეხვიეს ერთმანეთს და ცრემლები გადმოსცვივდათ თვალებიდან. უნდა გავმაგრდეთ დედამ არ უნდა იგრძნოს თუ რას განვიცდით ჩვენ აქ უმისოდ ცოდვაა იქ დედაჩვენი უპასუხა ეკამ”

სოფო იაშვილი 25.07.2018წ

Facebook Comments

ახალი დადებული