„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს

პარტია „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ამაზე მიანიშნებს ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერთა განცხადებები, რომ შესაძლოა, კანდიდატურა პარტიიდან არ იქნას დასახელებული, კანდიდატი აირჩეს გენდერული ნიშნით და გათვალისწინებული იყოს მისი ასაკი.

„არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ საპრეზიდენტო კანდიდატზე დასმული კითხვის პასუხად დღეს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვოლსკის თქმით, “ქართულ ოცნებაში” ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატი გუნდიდან ამოიწიოს.

“ვერაფერს დაგიდასტურებთ დღესდღეობით. მიმდინარეობს კონსულტაციები. არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილად ვერაფერს გეტყვით“,-აცხადებს გია ვოლსკი.

Facebook Comments

ახალი დადებული