სოციალური ქსელები და მედია

აქ ვიქნებით ყოველ ზაფხულს, შენი სამოთხის გვერდით – ფოტოამბავი ნახანძრალი მატიდან

Nusagi

„ჩემო პატარა, შენ საუცხოოდ ცურავდი ზღვაში. გინდოდა, შენს დედიკოზე შთაბეჭდილება მოგეხდინა, რომელიც ყოველთვის იცინოდა, როცა მოცურავეს გხედავდა. ელოდებოდი შენს მამიკოს, რათა შენით ისიც გახარებულიყო. აქ ვიქნებით ყოველ ზაფხულს, შენი სამოთხის გვერდით, რომელსაც ისევ გავამწვანებთ“, – საბერძნეთის ქალაქ მატიში ყვავილებთან ერთად, ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვის დედის ეს წერილიც ნახეს.

მატიში ხანძრის შედეგად დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები ზღვაში კვლავ გრძელდება, სანაპიროზე კი, მოხალისეები მუშაობენ. ქალაქში დილიდან წვიმდა. სპეციალისტები ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობენ.

საბერძნეთში ტყის ხანძარს 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბევრია ბავშვიც. ზღვიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარე კურორტზე მოსახლეობა ცეცხლის ალყაში მოექცა, ბევრმა ხანძარს თავი ვერ დააღწია. საბერძნეთის მთავრობა გუშინ ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის ვერსიაზე ალაპარაკდა.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: