სოციალური ქსელები და მედია

ბექა დავითულიანი – ტაქსების რეგულაცია საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია

Nusagi

ტაქსების რეგულაცია საერთო სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს მხოლოდ რეგისტრაციას. მძღოლები რეგისტრირდებიან, არეგისტრირებენ მანქანებს, რათა გავიგოთ, თუ რამდენი ტაქსი ემსახურება თბილისს და რა კატეგორიის, ასაკობრივი, სოციალური და ა.შ ადამიანები არიან დასაქმებული ამ სფეროში,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა tv-პირველის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ცვლილებაა დაგეგმილი.2019 წლიდან კი რეგულაციები შევა ძალაში, რომლის შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.რაც შეეხება რეგისტრაციის გადასახადს, ეს იქნება დაახლოებით 100 ლარი, რომელიც რეგულარულად ტაქსიზე მომუშავე პირისთვის ბევრი არ არის. „რეგისტრაციის გადასახადისგან მუნიციპალიტეტი არაფერს მიიღებს, აქ მთავარი ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც ძირითადად ამ საქმით არ არის დაკავებული, არ დარეგისტრირებულიყო და სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვის დროს, ამ დარგში დასაქმებული ადამიანების მონაცემებში არ არეულიყო, მეტი არაფერი“,-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,068 ნახვა
%d bloggers like this: