გავრცელდა ჩანაწერი, როგორ დარეკეს 911-ზე დემი ლოვატოს ჰეროინით ზედოზირებისას

25 ივლისს ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ჰეროინის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალი ჰოლივუდში, საკუთარ სახლში გახდა ცუდად. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოშია.

CNN-მა გაავრცელა აშშ-ის საგანგებო სიტუაციების ცხელი ხაზის, 911-ის ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ დარეკა მომღერლის ცუდად გახდომის შემდეგ მისმა ახლობელმა 911-ზე. ქალი ოპერატორს სთხოვს, დახმარების მანქანა ისე მივიდეს სახლთან, რომ სირენა არ ჩართონ.

911-ს ოპერატორი: სამედიცინო დახმარების მანქანა უკვე გამოსულია. მალე გაიგებთ სირენის ხმას.

ქალი: სირენის ხმის გარეშე მოვიდნენ კარგი?

911-ს ოპერატორი: არა, არა, არა. ეს სამედიცინო დახმარებაა. ბოდიში, მაგრამ ამას მე არ ვაკონტროლებ.

ქალი: კარგი. ვიფიქრე, შეგვეძლო, თავად დავხვედროდით დახმარების მანქანას.

911-ს ოპერატორი: არა, თუ დახვდებით, ძალიან დაგვეხმარებით. საჭიროა, თქვენამდე, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად მოვიდეთ.

მოგვიანებით, დახმარების ოპერატორის ზარს კაცმა უპასუხა: სირენის ხმა უკვე გავიგონეთ.

911-ს ოპერატორი: ძალიან კარგი.

ლოვატოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლების განმავლობაში აწუხებდა. 2011 წელს, მან ბიპოლარული აშლილობისგანბულიმიისგანდამოკიდებულებებისგანდა თვითდაზიანებისგან გასათავისუფლებლად მკურნალობა დაიწყო, რის შემდეგაც, სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა, სადაც ერთი წელი გაატარა.

2017 წლის მარტში, ლოვატომ განაცხადა, რომ სიფხიზლის 6 წელს აღნიშნავდა, თუმცა 2018 წლის ივნისში მან გამოუშვა სიმღერა Sober, რომელშიც ის მღერის, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის.

Facebook Comments

ახალი დადებული