ლაშა გოჩელაშვილი-ამ ფოტომ ერთი ამბავი გამახსენა რომელიც თავად გადამხდა…

სხვაობა ძალიან დიდია სამწუხაროდ, ამ ფოტომ ერთი ამბავი გამახსენა რომელიც თავად გადამხდა…
რამოდენიმე დღის წინ სამსახურიდან ჯარისკაცის ფორმით მომიწია გადაადგილება საკუთარი მანქანით, აბაშიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე მანქანა ჩამიქრა.

გადმოვედი ავარიულები ჩავრთე და ხელში ეგრეთ წოდებული “პერემიჩკა”დავიჭირე, სულ ერთი წუთი მჭირდებოდა რომელიმე მანქანას რომ გაეჩერებინა, თუმცა ნახევარი საათი ვიდექი დაახლოებით, 500 მდე მანქანამ გვერდი ჩამიარა და სამწუხაროდ მისი ქვეყნის ჯარისკაცი ვერავინ ვერ შენიშნა..

….აი, ეს არის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის, სწორედ ამიტომ არიან ძლიერები,ჩვენ კი ჩვენს უძლირებას ყოველთვის მთავრობებს ვაბრალებთ-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლაშა გოჩელაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული