მიგრანტებით სავსე ნავი ნუდისტების პლიაჟზე ჩამოდგა

ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ გადმოდიან გასაბერი ნავიდან მიგრანტები ნუდისტების პლიაჟზე და სხვადასხვა მიმართულებით გარბიან.

ვიდეო გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ინციდენტი პარასკევს, 27 ივლისს მოხდა. ქალაქ ტარიფის პლიაჟზე, რომელიც ნუდისტებში პოპლულარობით სარგებლობს.

კადრებზე ჩანს, როგორ უახლოვდებიან არალეგალი მიგრანტები ნაპირს, შემდეგ გადმოდიან და ქაოტურად დარბიან, რათა სანაპირო დაცვას დაემალონ.

Facebook Comments

ახალი დადებული