სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარინი დააპატიმრეს. ამის შესახებ სომხური და რუსული პრესა წერენ. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქოჩარიანის ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. რუბენ სააკიანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა, რადგან ეს მოსალოდნელი იყო. ქოჩარიანს ბრალდება ფაბრიკაციად და პოლიტიკურ დევნად მიაჩნია.

იმავდროულად, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ამავე გამოძიების ფარგლებში ბრალდებული „კოლექტიური უსაფრთოების ორგანიზაციის“ მოქმედი გენერალური მდივანი, გენერალი  იური ხაჩატუროვი, რომელიც 2008 წლის აქციების დროს ერევნის გარნიზონს ხელმძღვანელობდა.

26 ივლისს რობერტ ქოჩარიანს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წაუყენა. მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში ადანაშაულებენ.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა, მისი მოწინააღმდეგის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ და კენჭისყრის შედეგების გადახედვა მოითხოვეს. ქოჩარიანმა, რომელიც იმ მომენტში პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და დემონსტრაციები დაშალა: შეტაკებების დროს ორი პოლიციელი და 8 მომიტინგე დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა.

სერჟ სარგსიანი, რომელიც სომხეთს 2008 წლიდან მართავდა, 2018 წლის გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციების. დროს თანამდებობიდან გადადგა აქციებს ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი მართავდა, რომელიც შემდეგ სომხეთის პრემიერმინისტრი გახდა.პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ სარგსიანი ათწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერმინისტრად დაინიშნა (საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლება პრემიერმინისტრის ხელში გადავიდა).

ივნისში გამოცხადდა, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ნათესავებს უკანონო მეწარმეობასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. საქმის ფიგურანტები გახდნენ. პოლიტიკოსის ძმა ლევონ სარგსიანი და მისი შვილები ანი და ნარეკი. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სარგსიანის ყოფილი მცველის წინააღმდეგ.

12 ივლისს სომხეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სერჟ სარგსიანის ძმისშვილი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

8 ივლისს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა რომ სარგსიანების ოჯახი სომეხი სამართალდამცველების სამიზნე არ არის.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის თანამებრძოლი და მოკავშირე იყო, სერჟ სარგსიანი – რობერტ ქოჩარიანის.

Facebook Comments

ახალი დადებული