წოდორეთის მოსახლეობა აცხადებს, რომ 2 დღეა, მეხანძრეები ტყის ხანძარს გმირულად ებრძვიან

წოდორეთის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება გუშინვე, რამდენიმე საათში მოხერხდა, თუმცა ღამით კვლავ გაჩნდა ახალი კერა, რომელსაც მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან.

ადგილზე მთელი დღე მობილიზებული იყვნენ სახანძრო ბრიგადები. როგორც „ინფო ფოსტალიონს“ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უთხრეს, ორი დღეა მეხანძრეების თავდაუზოგავი და გმირული საქციელის მოწმეები არიან.

„ეს ხალხი დაფასების ღირსია, ორი დღეა ვუყურებთ როგორ გმირულად ებრძვიან ცეცხლს, დღე და ღამე იშრომეს, ახლაც აქ არიან. გვინდა, თქვენი სააგენტოს მეშვეობით მადლობა გადავუხადოთ. ასეთი ადამიანებს რომ ვხედავთ, არაფერზე ვნერვიულობთ“,-გვითხრა წოდორეთში, ერთ-ერთი აგარაკის მეპატრონემ. ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზება თითქმის მოხერხდა, თუმცა რამდენიმე სახანძრო მანქანა ახლაც წოდორეთის მთაზე იმყოფება.

Facebook Comments

ახალი დადებული