ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ კამპანიას იწყებს

28 ივლისი ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას – STOP C იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც მონაწილეობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტია.

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტს შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული