ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის გარშემო სკანდალი გორდება

ტელერადიოკომპანია CBS -ის გენერალური დირექტორი, ლესლი მუნვზი ეჭვმიტანილია სექსუალურ შევიწროებაში, როგორც The Hollywood Reporter იტყობინება, მამხილებელი მასალები მოგვიანებით, ჟურნალ „ნიუ იორკერის“ ფურცლებზე გამოქვეყნდება.

ჰოლივუდში ყველაზე გავლენიან ადამიანს ბრალს სდებენ „კოცნასა და ხელით შეხებაში ნებართვების გარეშე“, მსხვერპლის ვინაობა არ სახელდება. მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება 20 წლის წინანდელ ფაქტებს, თუმცა არსებობს შედარებით გვიანდელი ინციდენტებიც. სტატიის ავტორია რონან ფეროუ, სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ ააგორა სკანდალი.

CBS-ში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ გამოძიებას თავადაც ჩაატარებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: