ბელგრადში სლობოდან მილოშევიჩის ადვოკატი მოკლეს

ბელგრადში ადვოკატი მიშა ოგნიანოვიჩი მოკლეს, რომელიც ჰააგის ტრიბუნალზე სერბეთის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს იცავდა.

ადვოკატი საკუთარი სახლის კარებთან მოკლეს, დაჭრილია მისი 26 წლის შვილიც. ინფორმაციას გაზეთი Blic ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამჟამად მთელი კვარტალი გარშემორტყმულია,  სამართალდამცველები ყველა გამსვლელ მანქანას ამოწმებენ.

მიშა ოგნიანოვიჩი იმ ადვოკატთა რიცხვში იყო, ვინც სერბეთის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს ჰააგის ტრიბუნალზე იცავდა. აღნიშნულმა პროცესმა ადვოკატს პოპულარობა მოუტანა. ოგნიანოვიჩის კლიენტების რიცხვში იყვნენ ქვეყნის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის ნარკოტრაფიკის ბრალდებით დაპატიმრებული ლუკა ბოიოვიჩი. ჟურნალისტების აზრით, ადვოკატი შესაძლოა ბანდიტური გარჩევის მსხვერპლი გახდა, რადგან მანამდე ავტორიტეტის რამდენიმე ახლობელიც მოკლეს.

სლობოდან მილოშევიჩი 2002 წელს ჰააგაში, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 4 წლის შემდეგ, 64 წლის ასაკში, ის ჰააგის ციხეში, გულის შეტევით  გარდაიცვალა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული