პრინცმა ჰარიმ, ძმისგან განსხვავებით, თავის მეუღლეს საჯაროდ აკოცა. ვიდეო

სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჰარი, თავის ძმის უილიამისგან განსხვავებით, საჯაროდ თავისი გრძნობების მოთოკვას ვერ ახერხებს და ცოლის მეგან მარკლის მიმართ სიყვარულს ღიად გამოხატავს. ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ.

წყვილი საზოგადობაში ხშირად ხელჩაკიდებულნი ჩნდებიან, რაც ასევე სამეფო ოჯახისთვის მიუღებელია. ბოლოს კი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია Sentebale Polo Cup-ს დაესწრნენ. პრინცმა ჰარიმ და მეგანმა პოლოს მატჩში გამარჯვება ერთმანეთს და მთელ საზოგადოებას კოცნით გაუზიარეს.

ფაქტმა ბევრს პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა გაახსენა, რომელთა კოცნაც ასევე პოლოს მატჩზე დააფიქსირეს.

Facebook Comments

ახალი დადებული