სირიაში ISIS-ი 14 ქალის სიკვდილით დასჯას აპირებს

ISIS-ის ტერორისტები იმუქრებიან, რომ  სიკვდილით დასჯიან 14 ქალს, რომლებიც პროვინცია ეს-სუვეიდაზე თავდასხმის შემდეგ მძევლად აიყვანეს.

მედიის ცნობით, ქალების ნათესავებს მუქარის შემცველი შეტყობინებები მიუვიდათ. ტერორისტები ითხოვენ შეწყდეს საომარი მოქმედებები პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთით და გამოეყოთ სირიის უდაბნოსკენ თავისუფალი გადაადგილებისთვის დერეფანი.

ამჟამად სირიის ხელისუფლება ცდილობს მოტაცებული ქალების გათავისუფლებას.

ტერაქტების სერიის შედეგად, 25 ივლისს, სირიის სამხრეთით მდებარე ეს-სუვეიდაში 246 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღეს და სავარაუდოდ, 60-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ყავთ მძევლად აყვანილი.

ამ დროისთვის სირიის არმიამ 5 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული