აკაკი ზოიძე-,,მკაცრი რეგლამენტაცია უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი!”

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ეხმაურება.

“ლეგალიზაცია კი არ მოხდა, არამედ მოხდა საკანონმდებლო ვაკუუმის შექმნა მარიხუანასთან დაკავშირებით. ახლა, ჩვენი ვალია მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მკაცრ რეგლამენტაციას შემოიტანს არასრულწლოვანებისათვის მარიხუანას მოხმარებაზე!

დღევანდელი გადაწყვეტილებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიხმაროს მარიხუანა, გაუწიოს რეკლამირება და ასე შემდეგ!

თამბაქო დღეს არ არის აკრძალული, ლეგალურია, თუმცა,შევძელით რომ მისი მოწევა აკრძალულიყო შენობებში.

არასრულწლოვნობის ასაკში მარიხუანას მოხმარების დაწყების შემთხვევაში 7-ჯერ იზრდება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების რისკი. კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს არასრულწლოვანებისათვის მარიხუანას მოხმარება.

არ აკრძალვას და პოპულარიზაციას შორის დიდი სხვაობაა. დღეს რეკლამაც არ არის აკრძალული ამის გამო, რადგან მოწევის გამო ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმებულია. არ არსებობს საკანონმდებლო ნორმები. მკაცრი რეგლამენტაცია უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი!”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული