გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც მეზობლის დახმარებას შეეცადა და მე-4 სართულიდან გადავარდა

15 წლის მოზარდი, გიორგი გორგაძე რომელიც 1 მაისს, მეზობლის დასახმარებლად აივანზე აძვრა და გადავარდა, გვიან ღამით გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გადმოვარდნის დროს მოზარდმა თავის ტრავმა მიიღო. ის თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში, კომაში იყო.

შემთხვევა 1 მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა.

გიორგი მეოთხე სართულზე მესამე სართულის აივნიდან აძვრა. უკვე ქვემოთ ჩამოსვლისას, მოულოდნელად გადავარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მოზარდი უცებ გალურჯდა და გაითიშა.

Facebook Comments

ახალი დადებული