მედიცინა

ზაფხულში მზისგან დამწვრობის გამო, სამედიცინო დახმარება 420 ადამიანს დასჭირდა

Nusagi

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, მზისგან დამწვრობის გამო, ამბულატორიული მომსახურება 420 პაციენტს გაეწია, აქედან 50 მათგანი სტაციონარში მოთავსდა. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.

დამწვრობის ცენტრში მკურნალობას ოთხი ახალგაზრდა ქალი გადის, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე დამწვრობის ცენტრს ლეღვის ფოთლების ნახარშით მიყენებული დამწვრობის გამო ორმა პირმა მიმართა, რომლებიც მკურნალობა დაასრულეს.

გუგა ქაშიბაძის რჩევით, დღის 11:00 საათიდან 17:00-მდე გარუჯვა რეკომენდირებული არაა. ის გარუჯვის მსურველებს მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას ურჩევს.

ამასთან, სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,365 ნახვა
%d bloggers like this: