ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია, მან 500 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიოს 35-ე ჩოგანი გახდა.

გადამწყვეტ პარტიაში ბასილაშვილმა  ანგარიშით 7:5 მოიგო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართველ ჩოგბურთელს ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

„ნიკა ბასილაშვილს ვულოცავ ჩოგბურთში, გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებას. ნიკა, ვამაყობთ შენით“, — დაწერა ბახტაძემ.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ორშაბათიდან ATP-ს რეიტინგის TOP50-ში შევა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

Read more: https://sputnik-georgia.com/sport/20180729/241543167/Nikoloz-Basilashvili-is-the-winner-of-the-Hamburg-tournament.html

Facebook Comments

ახალი დადებული