2000 წლის პაპირუსზე ამოიკითხეს, თუ რა მოსდის ქალს სექსის არქონის შემთხვევაში

ბაზელის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 2000 წლის პაპირუსი ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ საბოლოოდ გაშიფრეს. ტექსტში საუბარია საუკუნეების წინანდელ, საიდუმლოებით მოცულ წარმოდგენებზე იმის შესახებ, თუ რა მოსდით ქალებს სექსის ნაკლებობის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

უძველეს პაპირუსზე დატანილ ტექსტში აღწერილია ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც “ისტერიული აპნოე” და ის თუ რა ემართებათ ქალებს, როდესაც სექსის ნაკლებობა აქვთ – საუბარია “ქალურ ისტერიკაზე” (ეს დიაგნოზი მედიცინაში უკვე აღარ გამოიყენება).

მეცნიერების თქმით, პაპირუსი, რომელიც 2000 წლის არის, სავარაუდოდ სამედიცინო ხელნაწერია, რომელიც ცნობილმა რომაელმა ექიმმა ჰალენმა დაწერა. მე-18 საუკუნიდან საიდუმლო პაპირუსი ბაზელში ინახებოდა.

სპეციალისტების თქმით, ადრე მიჩნეული იყო, რომ საშვილოსნო შეიძლება ძალიან გამომშრალიყო სქესობრივი კავშირების არარსებობის გამო, რაც თითქოს იმის მიზეზი იყო, რომ ორგანო სინოტივის ძებნაში მუცლის არეში იწყებდა გადაადგილებას; თუ ორგანო ღვიძლს მიუახლოვდებოდა ქალი მოულოდნელად შეიძლება გაგუდულიყო კიდეც. ეს მოვლენა ცნობილი იყო სახელწოდებით „ისტერიული აპნოე“.

ჰალენს მიაჩნდა, რომ „ისტერიული აპნოეს“ მქონე ქალებს უნდა დაეთრგუნათ სტიმულები, რომლებიც მათ „აღაგზნებდა“ და ესვათ ბალახებისგან დამზადებული სითხეები. განკურნების საშუალებად მიიჩნეოდა ქორწინებაც.

Facebook Comments

ახალი დადებული