ნინო კვაჭანტირაძე-დედებო, მამებო და შვილებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ერთმანეთი და ეს ქვეყანა

,,ყველას, ყველას და ყველას!!!

ეს ისტორია ბევრჯერ დამიწერია – ვაკო პატარა იყო, ყველას და ყველაფერს რომ შევადარე, ბოლოს ვუთხარი, შენა ხარ დედის სიხარული და ბედნიერება და ინვესტიცია თქო.

მომიბრუნდა და ბავშვური გულუბრვილობით პასუხი დამიბრუნა – შენა ხარ ჩემი კონსტიტუციაო.

უუფ, ნეტა მართლა სულ ასე იყოს, ყველა დედა საკუთარი შვილის კონსტიტუცია იყოს და საკონსტიტუციო სასამართლომ რაც უნდა ის დააკანონოს!!! 

დედებო, მამებო და შვილებო, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ერთმანეთი და ეს ქვეყანა, თქვენი სიყვარულის და ურთიერთობის კონსტიტუციამ!!! 

ჩვენ მეტი გზა არა გვაქვს!!!”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

Facebook Comments

ახალი დადებული