ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ აზმაიფარაშვილმა ჭადრაკი ღვინით სავსე ჭიქებით ითამაშეს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, „ღვინის ქარხანაში“ ოლიმპიადისამდი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საზეიმო ღონისძიება არაორდინალური საჭადრაკო პაექრობით გაიხსნა. ერთმანეთს ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი, ევროპის ექს-ჩემპიონი, ზურაბ აზმაიფარაშვილი დაუპირისპირდნენ. საჭადრაკო დაფაზე ფიგურების ნაცვლად ქართული ღვინით სავსე ჭიქები დაალაგეს. სიმბოლური მატჩი ფრედ დასრულდა.

ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა საქართველოს ნაკრების სამოსის ესკიზი. სპეციალური კონკურსით გამოვლინდა გამარჯვებული – მარიამ ლორთქიფანიძე, რომლის მიერ შერჩეული ესკიზით დამზადებული სამოსით იასპარეზებენ ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსო

Facebook Comments

ახალი დადებული