რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მკვიდრი ვასილ სალამაშვილი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

ის უკვე გადაყვანილია ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

სუს-ში აცხადებენ, რომ ეს პირი დაკავებულია ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტს შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

Facebook Comments

ახალი დადებული