სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის დათმობის მიზნით საფრანგეთის საელჩოს მიმართა

საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ imedinews-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. სავარაუდოდ, საელჩოსთვის მიმართვა ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკავშირდება.

სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის საელჩოსთვის მიმართვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პრესაში გავრცელდა. დეპუტატის პრესსამსახურში ცნობა არ დაუდასტურებიათ, მაგრამ არც უარყვიათ. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს.

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას. ამასთან, მას შესაძლოა მხარი მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს.

Facebook Comments

ახალი დადებული