,,არ არსებობს დადასტურებული კვლევა, რომ კანაფს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება”

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ მარიხუანას მწეველები ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით, „ინფო ფოსტალიონს” კლინიკური ონკოლოგიის ცენტრის ექიმი-მამოლოგი, ონკოლოგი, პროფესორი დიანა ნემსაძე პასუხობს:

-,,სამედიცინო თვალსაზრისით არ არსებობს არც ერთი დადასტურებული კვლევა, რომ კანაფს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ერთადერთი,  რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ კანაფის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია.  დანარჩენი ისეთივე მითია, როგორც სოდით კიბოს მკურნალობა.  ნარკოტიკის ლეგალიზება, საქართველოში აუცილებლად გამოიწვევს დეგრადაციას თაობების, რადგან ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა, წამყვანი პრობლემაა და ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის რა აკეთოს…. ეს აუცილებლად იქნება დამღუპველი!!.”-აცხადებს დიანა ნემსაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული