ალა პუგაჩოვა ოჯახთან ერთად ევროპაში ბინადრობის მისაღებად წავიდა

მომღერალს ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობა გაუუარესდა. მას გადადგილება და სუნთქვა გაუჭირდა. ამის გამო პუგაჩოვა რუსეთიდან ევროპაში წავიდა. რუსეთის მოქალაქეები მიჩვეულები არიან, რომ რუსული ესტრადის პრიმადონა ზაფხულს ყოველთვის საზღვარგარეთ ატარებდა, თუმცა ამჯერად, როგორც ირკევვა, ვიზიტი უფრო ხანგრძლივი იქნება. მეტიც, მომღერალთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ პუგაჩოვა საცხოვრებლად უცხოეთში გადადის.

ალა პუგაჩოვა უკვე იმყოფებოდა სარდინიაში, კიპრში, ამჟამად კი ის ოჯახთან ერთად ევროპაშია. გავრცელებული ცნობით, მომღერალი ევროპაში დარჩენას და იქ ბინადრობის უფლების მოპოვებას შეეცდება.

პუგაჩოვას დანაზოგი ევროპის ბანკებსა და ოფშორულ ზონის საფინანსო სტრუქტურებში აქვს შენახული.

Facebook Comments

ახალი დადებული