კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებმა იჩხუბეს

კოჯრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა.

საქმეს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს. თავდაცვის სამინიატროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალებს აზუსტებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული